დავით სერგეენკო ეჭვობს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერი „რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს“

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეჭვობს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერი „რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს“.

რაც შეეხება იმას, რომ ჩანაწერში ფიგურანტი ერთ-ერთი პირი, დათო ცუხიშვილი ჯანდაცვის და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელია, სერგეენკოს თქმით, ის უწყებაში უფროს სპეციალისტად მუშაობს, რის შესახებაც ორი დღის წინ გაიგო.

“მე მართალი გითხრათ, გუშინწინ საღამოს გავიგე, რომ ეს ადამიანი სამინისტროს თანამშრომელია. მოგეხსენებათ, ახლა მოხდა გაერთიანება და საკმაოდ მრავალრიცხოვანი შტატებია ამ გაერთიანებული სამინისტროში. გუშინ დავაზუსტე, რომ ის უფროს სპეციალისტად მუშაობს გაერთიანებულ სამინისტროში. რაც შეეხება იმას, რა სტატუსით მონაწილეობდა ჩანაწერებში, ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

რაც შეეხება თვითონ ჩანაწერს, როცა მოვუსმინე, პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ წარმოუდგენელია, ეს რეალური იყოს. რამდენადაც მე ვიცი, ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და მგონი, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ იქ გაჟღერებული ამბები, ჩემი აზრით, რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ჩანაწერებში ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს