მამუკა ბახტაძე - საქართველო ცივილიზაციის, კულტურული მრავალფეროვნების და მემკვიდრეობის ქვეყანაა, რომელიც განთქმულია უძველესი სპორტული ტრადიციებით

საქართველო ცივილიზაციის, კულტურული მრავალფეროვნების და მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც ამავე დროს განთქმულია უძველესი სპორტული ტრადიციებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სასტუმრო „ბილტმორში", ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის დიდი პატივია თბილისში უმასპინძლოს ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 საიუბილეო კონფერენციას.

„საქართველო გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული თუ ღირებულებითი თვალსაზრისით ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, რომელთან თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. 1999 წლიდან დღემდე თანამშრომლობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა, მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის სფერო",- განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში, სპორტი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

„პირდაპირ თუ ირიბად, სპორტის სფერო უფრო და უფრო უახლოვდება საზოგადოების ცნობიერებასა და ყოველდღიურობას. მას როგორც უნივერსალურ საშუალებას ენიჭება სოციალური, ეკონომიკური, საგანმანთლებლო და კულტურული მნიშვნელობა. არაერთი კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ სპორტი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მძლავრი ინსტრუმენტი გახდა. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ტრანსნაციონალური კორპორაციები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვნად ზრდიან თავიანთ კონტრიბუციას სპორტის სფეროში, მათ შორის არის ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი კონფერენცია გამოიღებს ნაყოფიერ შედეგს",- აღნიშნა ბახტახემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა