დავით სერგეენკო მარიხუანას კულტივაციაზე - ჯანდაცვის სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია და ასრულებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება

ჯანდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და ის ასრულებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კითხვაზე, რამდენად ემთხვევა მინისტრისა და საპატრიარქოს პოზიცია ერთმანეთს და უნდა იყოს თუ არა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტიდან გამოწვეული, დავით სერგეენკოს განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებულ მსჯელობაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული.

„პარლამენტმა უკვე გააკეთა ძალიან დეტალური განცხადება, რომ ამ კანონპროექტის განხილვა, თუკი ეს მოხდება, მოხდება საზოგადოების ფართო ჩართულობით. ჯანდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და ის ასრულებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს გადაწყვეტილება იზოლირებულად მიღებული არ იქნება და მასზე მსჯელობაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული”,- აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, „კანაფის კონტროლის შესახებ" კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო.

აღნიშნული პროექტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, საქართველოში მცენარე კანაფის მოყვანა-კულტივაციას ითვალისწინებს საექსპორტო მიზნებისათვის.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა