დავით სერგეენკო - რუსეთიდან იყო პოზიცია, რომ ლუგარის ლაბორატორია  საფრთხეს მოიცავს, მათ სპეციალისტებს  ნებისმიერ  დროს შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ აქ და ნახონ, რა ხდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის ნივთიერებები არ მზადდება. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსული მხარის მიერ გავრცელებული განცხადებების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიის ძირითადი ამოცანა არის ბიოლოგიური საფრთხეების პრევენცია.

„ლუგარის ლაბორატორია არის ერთ-ერთი უმძლავრესი სამედიცინო ცენტრი, რომლის ძირითადი ამოცანა არის ბიოლოგიური საფრთხეების პრევენცია, დეტექცია და საჭიროების შემთხვევაში მათზე რეაგირება და არავითარ შემთხვევაში რაიმე ნივთიერებების დამზადება, იქნება ეს ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის. რამდენიმეჯერ იყო რუსეთის სხვადასხვა წრიდან პოზიცია, რომ ლუგარის ლაბორატორია საფრთხეს მოიცავს, ჩვენ მოვიწვიეთ მათი სპეციალისტები და ახლაც შემიძლია, ხმამაღლა განვაცხადო და კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ და თავიანთი თვალით ნახონ, რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

რამდენიმე კვირის წინ რუსულმა მხარემ საქართველოში მდებარე რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა