სტივენ ფეარი - დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა - ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ბრიტანელ ბიზნესმენსა და ფილანტროპ სტივენ ფეარს ტექნოპარკში უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, „Fear Group“-ის დამფუძნებელმა საჯარო ლექციაზე საქართველოში ბიზნესისა და მეწარმეობის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა.

მათი ინფორმაციით, ლექციას ბიზნესის წარმომადგენლები, სტუდენტები და დამწყები მეწარმეები ესწრებოდნენ. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და პირადი მაგალითების გათვალისწინებით, სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას ბიზნესთან დაკავშირებით პრაქტიკული რჩევები მისცა. სტივენ ფეარმა ასევე ისაუბრა, როგორ შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეწარმეს, მიაღწიოს წარმატებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

„სტივენ ფეარი გახლავთ ინგლისელი მეწარმე, ბიზნესმენი, ფილანტროფი და ავტორი, დაახლოებით ორმოცდაათწლიანი საერთაშორისო ბიზნესგამოცდილებით. ფეარს ხშირად მოიხსენიებენ როგორც “სატელეფონო ყუთის მილიონერს”. დღესდღეობით ფეარი სათავეში უდგას საკუთარი უძრავი ქონების იმპერიას და მასთან ერთად დაინტერესებულია სხვადასხვა ინდუსტრიით, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიებით, სასტუმროებით, საცხოვრებელის კეთილმოწყობითა და მწარმოებლობით.

სტივენ ფეარი არის Fear Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც თავის ვაჟთან, ლეონ ფეართან ერთად მართავს. Fear Group დაინტერესებულია სტრატეგიული მიწის ფართობის ხელშეწყობით, საერთაშორისო საკუთრების განვითარებითა და ინვესტირებით,” - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო