დავით სერგეენკო - საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები მცირდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები მცირდება. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ტუბერკულოზთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ანგარიშის შესახებ რეგიონული ოფისის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოში ტუბერკულოზს ზუსტად იმავე სახით მკურნალობენ, როგორც დასავლეთ ევროპაში.

„ძალიან მოკლე მონაკვეთმა გაიარა, რაც ნიუ- იორკში, გაერო-ში იგივე თემაზე ძალიან მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან გაჟღერდა ტუბეკულოზთან ბრძოლის აუცილებლობა. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჩართულობის საფუძველი და პრაქტიკულად იმის გარანტია, რომ ჩვენ, როგორც წევრი ქვეყანა აქტიურად ვიქნებით ჩართული ამ მიმართულებაში. საქართველოში საბედნიეროდ, ტუბერკულოზის შემთხვევები მცირდება. ყველასათვის, ვისაც კი ეს სჭირდება, მკურნალობა უფასოა, სახელმწიფო აფინანსებს ამას. რაც შეეხება დანიშნულებას და მკურნალობის სქემას, ეს არის ზუსტად იგივე, რაც დასავლეთ ევროპაშია”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველო ქვეყანა 2016 წლიდან ამოღებულია მულტირეზისტენტული (წამალგამძლე) ტუბერკულოზის ე.წ. მძიმე ტვირთის მქონე ქვეყნების სიიდან, თუმცა რეზისტენტული ტუბერკულოზის საფრთხე ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება და შემდგომ აქტიურ ქმედებებს მოითხოვს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა