„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბი თბილისის ცენტრში, კოსტავას 40-ში გაიხსნა.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, გახსნის ცერემონიას პარტიის ლიდერებთან და წევრებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
დავით ბაქრაძის განცხადებით, საარჩევნო შტაბში ყველა იმ ადამიანს შეუძლია მივიდეს, ვისაც სურს შეხვედრა პარტიის წარმომადგენლებთან და პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე საუბარი.
„ევროპული საქართველო“ ატარებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება მოვიდეს, მოისმინოს და შეგვხვდეს“, - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მისი ამოცანა და გეგმა არის, იყოს ხალხის პრეზიდენტი.