კახა კალაძე - მუნიციპალური ინსპექციის მეშვეობით თბილისი თანამედროვე, მოწესრიგებულ, ევროპულ დედაქალაქს დაემსგავსება

მუნიციპალური ინსპექცია არის ერთ-ერთი ის მძლავრი საშუალება, რომლის მეშვეობით ჩვენი დედაქალაქი თანამედროვე, მოწესრიგებულ, ევროპულ დედაქალაქს დაემსგავსება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განახლებული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც სახელი გადაერქვა და მუნიციპალური ინსპექცია ჰქვია.

„დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი, ზედამხედველობის განახლებული სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია. ჩვენს მოქალაქეებს და თბილისის მთავრობას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ყველა ის გამოწვევა, პრობლემა და მოსაგვარებელი სფეროები, რაც სასიცოცხლოდ საჭიროა თბილისში წესრიგის დამყარებისთვის. რაც საჭიროა იმის მოპოვებისთვის და შენარჩუნებისთვის, რასაც ჩვენ სიცოცხლით სავსე ქალაქი ვუწოდეთ. განახლებული თბილისის მუნიციპალური ინსპექცია არის ერთ-ერთი ის მძლავრი საშუალება, რომლის მეშვეობით ჩვენი დედაქალაქი თანამედროვე, მოწესრიგებულ, ევროპულ დედაქალაქს დაემსგავსება. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, თუ რას წარმოადგენს ეს სამსახური. ჩამოგითვლით მის ფუნქცია-მოვალეობებს. ესენია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოების კონტროლი, უნებართვო მშენებლობების კონტროლი, სანებართვო პირობების დარღვევების გამოვლენა, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობა, უნებართვო გარე ვაჭრობების აღკვეთა, დასუფთავების წესების დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, რეკლამის გავრცელების წესების კონტროლი, ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტების აღკვეთა. ეს ყველაფერი მთლიანობაში საჭიროა დედაქალაქის იერსახის მოსაწესრიგებლად, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დასაცავად“, - განაცხადა კალაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა