„ძალა ერთობაშიას" მიერ შემუშავებული მოდელით, გაუქმდება სუს-ი, შს სამინისტრო, პროკურატურას ჩამოერთმევა საგამოძიებო უფლება და შეიქმნება ანტიკორუფციული ბიურო

ვაუქმებთ სუს-ს, შს სამინისტროს, ასევე პროკურატურას ვართმევთ საგამოძიებო უფლება-მოსილებას, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ პროკურატურის და სამართალდამცველი ორგანოების რეფორმირების საკითხზე განაცხადა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს საზოგადოებრივი დისკუსია გაიხსნა.

ვაშაძის თქმით, მათი მოდელი უპრეცედენტოა, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს და საგამოძიებო ბიუროს შექმნას.

„დღეს ჩვენ წარვადგენთ უპრეცედენტო მოდელს, რომელიც შევიმუშავეთ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაგრამ არის უნიკალური თავისი გადაწყვეტებით. პირველი - ჩვენ ვაუქმებთ სუს-ს, ვაუქმებთ შს სამინისტროს, ის აღარ იარსებებს ქვეყანაში დღევანდელი მდგომარეობით. ჩვენ ვქმნით ანტიკორუფციულ ბიუროს აბსოლუტურად ცალკე. საგამოძიებო ბიუროს ვქმნით და პროკურატურას ვართმევთ საგამოძიებო უფლება-მოსილებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შემოგვაქვს მთავარი პროკურორის, საგამოძიებო ბიუროს და ანტიკორუფციული ხელმძაღვანელის შერჩევის სრულიად ახალი მექანიზმი, როცა შვიდი უცხოელი ექსპერტისგან შემდგარი კომისია შეარჩევს სამ კანდიდატურას, რომელსაც წარუდგენს პრეზიდენტს ან პარლამენტს დასამტკიცებლად",- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, შს სამინისტროს ნაცვლად პატრულის ეროვნული სამსახური შეიქმნება.

„შს სამინისტროს ადგილზე მაგალითად იქნება პატრულის ეროვნული სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ქუჩებში და იმას, რასაც აკეთებს საპატრულო სამსახური საზღვარზე. საგამოძიებო უფლება, რომელიც არის მთავარი პრობლემა, ის რომ ერთი ვერტიკალის ქვეშ არის მოქცეული გამოძიება, კრიმინალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მეორე მხრივ საპატრულო სამსახური, საგამოძიებო ფუნქცია გამოვა ცალკე. ასევე, პროკურატურას ვართმევთ საგამოძიებო უფლებას, რომ აღარ იყოს ის პოლიტიკური წნეხის და დაინტერესების მთავარი სუბიექტი და ვქმნით საგამოძიებო ბიუროს",- განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული რეფორმა ადამიანებისთვის სამსახურის დაკარგვას, ვაშაძე აცხადებს, რომ შესაძლოა ეს ასეც მოხდეს.

„ვიღაცამ შეიძლება დაკარგოს სამსახური, ჩვენი ამოცანა არ არის დავასაქმოთ ადამიანები სამართალდამცველ უწყებებში, ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ისეთი სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და თავისუფალი იქნება პოლიტიკური ზეგავლენებისგან",- აღნიშნა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის