პრეზიდენტი ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის მოწვევას და მასზე დასწრებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართავს და მასზე პირადად დასწრებას გეგმავს.

როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით წარსდგება.

„მინდა გამოვეხმაურო ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე აქტიურ პოლიტიკურ დისკუსიას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა ზაზა სარალიძეს. ირინა ენუქიძის მსგავსად, ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ 10 წლის თავზე იმ ტრაგედიიდან, რომელმაც ქართული საზოგადოება შეძრა, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი. ამ ვითარებაზე გამართული პოლიტიკური დებატები და შეფასებები კიდევ უფრო გაუგებარ განცდას ტოვებს საზოგადოებაში. არ ვაკეთებ კომენტარს ფარულ ჩანაწერებზე. მე კომენტარს ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებზე, რომელიც ამას მოყვება. საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლების და საკუთრების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას. მე პოლიტიკური ქულები არ მაქვს დასაწერი და არც კენჭს ვიყრი, არც კამპანიაში ვმონაწილეობ, ამიტომ ვაცხადებ, ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომების განხორციელება. არაადეკვატური ღიმილი ან სიცილი ამ ვითარებას უკეთესობისკენ არ შეცვლის. არაადეკვატური ღიმილის ფონზე არსებული არჩევნები ვერ გახდება ქართული დემოკრატიის გარღმავების შემდგომი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას. სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით წარვსდგები მთავრობის წინაშე. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის. ქართული საზოგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიისთვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტი ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის მოწვევას და მასზე დასწრებას ითხოვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა