მაია ცქიტიშვილი - სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული იმ თვისებებით, ღირებულებებითა და  ფასეულობებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეესაბამება

„სალომე ზურაბიშვილი პირველ რიგში იმ თაობის და იმ ფასეულობების მატარებელია, რომლებმაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ დააფუძნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს იდეა, ეს ფასეულობები, ღირებულებები წაიღეს საფრანგეთში და გადაარჩინეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ცქიტიშვილმა მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ცქიტიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ უჭერს მხარს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს.

„ქართული ოცნებისთვის“, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება და ისეთი განვითარების საფუძვლის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში წაგვიყვანს წინ, გაგყვება თან. სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს პარტიულ ინტერესებზე და დავუჭირეთ მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, როდესაც თქვენ გადაავლებთ თვალს იმ საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებიც დღეს იყრიან კენჭს პრეზიდენტად, თქვენ ნახავთ, რომ ქალბატონი სალომე უდაო ლიდერია. ქალბატონი სალომე არის ის ადამიანი, გამორჩეული იმ თვისებებით, ღირებულებებითა და ფასეულობებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეესაბამება. ის არის პირველ რიგში იმ თაობის და იმ ფასეულობების მატარებელი, რომლებმაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ დააფუძნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს იდეა, ეს ფასეულობები, ღირებულებები წაიღეს საფრანგეთში და გადაარჩინეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო