პროკურორებმა მირზა სუბელიანის დაკითხვა ვერ შეძლეს

ჩვენ მზად ვიყავით, მისთვის დაგვესვა ყველა შეკითხვა ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თუმცა მირზა სუბელიანმა უარი განაცხადა დღეის მდგომარეობით გამოკითხვის ჩატარებაზე, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასჯელაღსრულების # მე-8 დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება მირზა სუბელიანის მიერ სუიციდის მცდელობას, პროკურორმა ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, რომ ამაზე ვერ გააკეთებს კომენტარს.

"2018 წლის 12 ოქტომბერს იქნა დაწყებული გამოძიება იძულების, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. საქმის გამოძიების ფარგლებში დღეს გამომძიებლებთან ერთად პენიტენციურ დაწესებულებაში ვიმყოფებოდით იმ მიზნით, რათა გამოგვეკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ, ერთ-ერთი ფიგურანტი პირი მირზა სუბელიანი, თუმცა მან უარი განაცხადა დღეის მდგომარეობით გამოკითხვის ჩატარებაზე. ჩვენ მზად ვიყავით მისთვის დაგვესვა ყველა შეკითხვა ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა