იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ნაცმოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებაზე „საქართველოს პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტის დასკვნას დაუჭირა მხარი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის “სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად“ გამოცხადებას ითვალისწინებს, დასკვნა მიიღო.

აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა კომიტეტმა ორჯერ გადადო. დღეს კი კენჭი ეყარა დასკვნას, რომელშიც ასახულია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მოწოდება, რომ მოხდეს წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა და დამნაშავეთა დასჯა.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის პრინციპების გათვალისწინებით, პარლამენტს არა აქვს კონკრეტული პირების დამნაშავედ გამოცხადების უფლებამოსილება.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება