ირაკლი კობახიძე - არავის მუქარის არ გვეშინია, სადაც არ არის გადაცდომა, იქ ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი ვერ შეიქმნება - ეს არის ჩვენი სითამამის მიზეზი

არავის მუქარის არ გვეშინია, ეშინოდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩაბარდა წარსულს. სადაც არ არის გადაცდომა, დანაშაული, იქ ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი ვერ შეიქმნება, - ამის შესახებ პარამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება ყველას პასუხს გასცემს მისი სიმართლით.

„რაც შეეხება მუქარას, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მუქარის არავის ეშინია. მუქარის ეშინია იმას, ვინც არღვევს კანონს. ჩვენ მუქარის არ გვეშინია. არაერთხელ ვთქვით, რომ არავის ეშინია არცერთი ადამიანის მუქარის, მათ შორის, თუნდაც მირზა სუბელიანის. თუ ვინმე დაგვემუქრება, ჩვენ ყველას პასუხს გავცემთ ჩვენი სიმართლით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სიმართლე. ეშინოდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩაბარდა წარსულს. ეშინოდა იმიტომ, რომ ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს. საუბარია, მაგალითად, ბიზნესის რეკეტზე, ამაზე ჩვენ კონკრეტული მონაცემები მოვიყვანეთ. 10 ათასმა ადამიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში „აჩუქა“ თავისი ქონება. ასეთი რამ არ იმალება. როცა ეს ყველაფერი აღკვეთილია საზოგადოებაში, ბუნებრივია, ხელისუფლებას არავის მუქარის არ ეშინია. ეს არის ჩვენი სითამამის მიზეზი. სადაც არ არის გადაცდომა, დანაშაული, იქ ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი ვერ შეიქმნება“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძის ბრიფინგი: "რუსთავი 2" აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა