„თიბისი ბანკმა“ აბაშაში ფერმერებისთვის აგროფორუმი ჩაატარა

რეგიონებში „თიბისი ბანკის“ აგროფორუმები გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, რიგით მეშვიდე აგროფორუმმა თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გორის, მარნეულისა და ახალციხის შემდეგ ფერმერებს აბაშაში უმასპინძლა.

მათივე ინფორმაციით, წინა ფორუმების მსგავსად, ფერმერებმა და აგროსექტორით დაინტერესებულმა პირებმა ექსპერტებისგან კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო დარგობრივ და კოოპერაციულ საკითხებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. „თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, აბაშაში აგროფორუმი ორ თემატურ მიმართულებად იყო დაყოფილი. თავდაპირველად, „თიბისი ბანკმა“ ფერმერებს ახალი პროდუქტი - სტარტაპ აგროსესხი წარუდგინა და გააცნო, თუ ვის, რა ტიპის მეურნეობისათვის, რა პირობებითა და მოთხოვნებით შეუძლია აღნიშნული სესხით სარგებლობა.

მათივე ცნობით, მეორე ნაწილი ფრინველის ხორცის წარმოებას დაეთმო. დამსწრე საზოგადოებამ ფრინველის ხორცის ეფექტური წარმოებისა და სახორცე ფრინველის პროდუქტიულობის სტანდარტული მონაცემების შესახებ მიიღო ინფორმაცია, ასევე თუ როგორია მსოფლიოში და კონკრეტულად საქართველოში სასურსათო ხორცის წარმოებისა და მოხმარების სტატისტიკა. დარგის ექსპერტმა - კომპანია „ნუტრიმაქსი“-ს წარმომადგენელმა, რევაზ ლაფაჩმა ბროილერის მეურნეობის მართვისა და ადმინისტრირების, ასევე ბროილერის გამოზრდისათვის აუცილებელი გარემო პირობების, კვების ფაზების, რაციონისა და თავისებურებების შესახებ ისაუბრა.

ცნობისთვის, აგროფორუმები თიბისი ბანკის მიერ აგროსექტორის განვითარებისათვის განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია. დარგის მხარდაჭერა ფერმერებისათვის აგროპროდუქტების შეთავაზებასთან ერთად, ტრენინგებსა და კონსულტაციებსაც გულისხმობს, სადაც რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარება ხდება. აგროფორუმები სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ. აგროფორუმებზე დასწრება თავისუფალია. თემატიკა კი, რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე - განსხვავებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს