ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე

პრეზიდენტის მხრიდან კრიზისზე საუბარი არის ნამდვილად სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის განცხადების პასუხად განაცხადა.

„პრეზიდენტი დღეს საუბრობდა კრიზისზე, თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე, თუმცა კრიზისზე საუბარი არის ნამდვილად სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევი. ვიცით, რომ მას აქვს თავისი სუბიექტური პოზიციები, სუბიექტური ინტერესები და ამით ხელმძღვანელობს“,- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართავს და მასზე პირადად დასწრებას გეგმავს.

როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით წარსდგება.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძის ბრიფინგი: "რუსთავი 2" აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა