სახალხო დამცველი გლდანის #8-ე დაწესებულებაში მირზა სუბელიანს ხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამ წუთებში გლდანის #8-ე დაწესებულებაში ბრალდებულ მირზა სუბელიანს ხვდება.

დაწესებულებაში შესვლამდე ნინო ლომჯარიამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. სავარაუდოდ, სახალხო დამცველის ციხეში შესვლა მირზა სუბელიანის სუიციდის მცდელობის ფაქტს და ფარულ ჩანაწერებს უკავშირდება.

საპატიმროში მირზა სუბელიანის დაკითხვის მიზნით დღეს გამომძიებლები და პროკურატურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა სუბელიანის ფსიქიკური მდგომარეობის გამო ის არ დაიკითხა. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის გამოკითხვა პროკურორებს მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების გამო სურდათ. კერძოდ, იძულების, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე საქმის გამოძიების ფარგლებში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში