ზუგდიდის კულტურის სახლის შენობაში, სადაც ამჟამად თეატრალური დასი სპექტაკლებს მართავს, მოცეკვავები და მათი მშობლები თვითნებურად შევიდნენ

ზუგდიდის კულტურის სახლის შენობაში, სადაც ამჟამად თეატრალური დასი რეპეტიციებს და სპექტაკლებს მართავს, მოცეკვავები და მათი მშობლები თვითნებურად შევიდნენ. მათი მტკიცებით, დარბაზს, რომელსაც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დასი იყენებს, მათ სარგებლობაში იყო და მის დაბრუნებას ითხოვენ. მშობლები ამბობენ, რომ ახლა სხვადასხვა ფართის ქირაობა უწევთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„რამდენი თვეა რაც ვწვალობთ. ერთი დარბაზიდან მეორეში გადავდივართ. ჩვენც დაინტერსებული ვართ, რომ ერთ ადგილას იყვნენ ბავშვები, ხომ ვიყავით აქ. აქედან გაგვაგდეს, მერე ყინულის სახლში ვიყავით, იქიდანაც გაგვიშვეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ვისიცაა ეს ტერიტორია, მას დაუბრუნდეს“, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი, მედეა კუცია.

მცირე დაპირისპირება მოხდა თეატრის წარმომადგენლებსა და მშობლებს შორის. მსახიობებმა დარბაზში შესულებს უთხრეს, რომ მათი ოთახში შეჭრით, მუშაობაში ხელი შეუშალეს.

მოგვიანებით ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა მივიდა.

ნანავა ანსამბლ „თუთარჩელას“ ქორეოგრაფს მახო გვარამიას და მსახიობებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ანსამბლ „თუთარჩელას“ ხელმძღვანელმა მახო გვარამიამ განაცხადა, რომ მერიის წარმომადგენლები მათ ალტერნატიულ ფართს შეპირდნენ და დაზუსტებულ პასუხს ხვალ მიიღებს.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, კულტურის სახლში მომუშავე ქორეოგრაფებს, აღნიშნული ტერიტორიის დატოვება თეტრის გამო მოუწიათ, თუმცა ამის შესახებ ისინი თავიდანვე გაფრთხილებული იყვნენ.

„კანონის და ხელშეკრულების შესაბამისად გაფრთხილებული იყო ქორეოგრაფი, რომ უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორია, რადგან აქ თეატრალური დასი იფუნქციონირებდა. მოგეხსენებათ, რომ თეატრის შენობას უტარდება რეაბილიტაცია და მსახიობებს უნდა ჰქონოდათ ადგილი, სადაც გამართავდნენ სპექტაკლებს. აქედან გამომდინარე მოუწიათ ქორეოგრაფს და ახალგაზრდებს ამ ადგილის დატოვება, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზდების ხელშეწყობა და ვმუშაობთ ალტერნატიულ ფართზე. უახლოეს დღეებში ეს საკითხი გადაწყდება დადებითად“, -განაცხადა მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაგდა თოდუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა