თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

„ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით “ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო” გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში სასწავლო კორპუსების ეზოში ვარდისფერი ბუშტებითა და თემატური ბანერით სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც სტუდენტებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში.

თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ წაიკითხა. აუდიტორიამ დიდი ინტერესით მოისმინა ინფორმაცია ძუძუს კიბოს პრევენციულ ღონისძიებებზე, გავრცელების სტატისტიკაზე და დაავადებასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც თსსუ-ის სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

„ემოციური იყო “ევროპა დონა საქართველოს” წარმომადგენლების გამოსვლა, რომლებმაც პრევენციისკენ მოუწოდეს ქალბატონებს.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და „ვარდისფერ ოქტომბრად” იწოდება. ვარდისფერი ბაფთა კი ამ კამპანიის განუყოფელი ნაწილია. ოქტომბრის თვეში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით არაერთი კამპანია ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის მიზანია, გაზარდოს ცნობადობა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ, გაავრცელოს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმებისა და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაზე,“ - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი