შსს კახეთში 17 წლის გოგონას გატაცების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთის რაიონის სოფელ ლამბალოში 17 წლის გოგონას გატაცების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 12 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა მ.გ.-ს შეტყობინება სოფელ ლამბალოდან მისი 17 წლის შვილის - ჰ.მ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ და შეტყობინების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„საქმეზე ამ დრომდე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხულნი არიან მოწმეები, როგორც ჰ.მ.-ს, ასევე სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესავები. გამოიკითხნენ ის პირებიც, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის შესახებ.

გამოძიების დაწყების დღიდან ამ წუთამდე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. პოლიციას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა