ნიკა გვარამია - პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს სამარცხვინოს უწოდებს. როგორც გვარამიამ ტელეკომპანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 15 ოქტომბერს დაანონსდა „რუსთავი 2“-ის ეთერით, რომ იგეგმებოდა იმ ჩანაწერის გამოქვეყნება, რომელიც დღეს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. გვარამიას თქმით, საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია.

„მინდა გამოვეხმაურო პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ სამარცხვინო ინფორმაციას, რომლითაც არამხოლოდ დასცინეს მთელ ქართველ ერს, გამოგვიცხადეს, რომ ჩვენი გონებრივი რესურსები არც თუ ისე სარწმუნოდ და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, არამედ საქმის გაყალბების, სისტემური დანაშაულის დაფარვის საქმეში ჩაერთო მთელი სახელმწიფო აპარატი და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. პირველი, გუშინვე, ჩვენ დავაანონსეთ, ჩემი სტატუსით დაანონსდა და ასევე „კურიერშიც“ გავიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერი მზადდებოდა გლდანის ციხეში და ამ ნამდვილად დადგმული ჩანაწერის შინაარსის აბსოლუტური სიზუსტით ვიწინასწარმეტყველეთ. მართლაც, დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ ჩანაწერი დადგმულია და საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვა უმძიმეს სკანდალში და დანაშაულში, მთელ სახელმწიფო სისტემასთან ერთად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინის მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს ასახავს. პროკურატურის ცნობით, ჩანაწერში სავარაუდოდ, სუბელიანსა და ჯაფარიძეს შორის ზაფხულში გამართული საუბარია. მათივე განმარტებით, ჯამში სამი ჩანაწერი პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლის მეხსიერების ბარათიდან ამოიღეს, რომელსაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, სუბელიანის ფარული ჩანაწერების გავრცელებას სთხოვდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა