ნინო ლომჯარია - მირზა სუბელიანი ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართო

ჩვენ გადავამოწმეთ და მირზა სუბელიანი ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში უკვე ჩართო, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სუბელიანი არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, თუმცა როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში განუმარტეს, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომ მომავალში სუიციდის მცდელობა თავიდან იყოს აცილებული.

ომბუდსმენის ინფორმაციით, მირზა სუბელიანის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება და არის დაცვა უზრუნველყოფილი. „დავუსვი მას კითხვები, თუმცა ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმის შესახებ, რომ ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

იხილეთ ვიდეო: მირზა სუბელიანი ციხეში ომბუდსმენმა მოინახულა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს