ნინო ლომჯარია - სამწუხაროდ, როდესაც ვხვდებოდი მირზა სუბელიანს, არ მქონდა განცდა, რომ ეს საუბარი იქნებოდა კონფიდენციალური

სამწუხაროდ, როდესაც ვხვდებოდი მირზა სუბელიანს, არ მქონდა განცდა, რომ ეს საუბარი იქნებოდა კონფიდენციალური, - ამის შესახებ ჟურნალისტებსსახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც იგი ბრალდებულ მირზა სუბელიანს შეხვდა.

ლომჯარიას თქმით, პროკურატურის მიერ ასევე მედიაში გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. მისი განცხადებით, ზოგადად, აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს ამ თვალსაზრისით სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ძალიან სერიოზულ ნაკლოვანებაზე.

"ბევრი კითხვაა. ერთი, რაც შემიძლია ახლავე განვაცხადო, ვისი გაკეთებულიც არ უნდა იყოს, რა მიზნით და როგორ, ფაქტია, რომ დღესდღეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაძლებელია ხდებოდეს ფარული მიყურადება და ჩაწერა იმდაგვარად, რაც არღვევს კანონის მოთხოვნებს - პატიმრის საუბრები სხვა პირებთან, ხდებოდეს მისი გამჟღავნება, რაც არის ნამდვილად პრობლემა და მიანიშნებს ამ თვალსაზრისით სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ძალიან სერიოზულ ნაკლოვანებაზე, რადგან ასეთი საუბრები სახალხო დამცველთან თუ მესამე პირებთან, უნდა იყოს კონფიდენციალური და დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ, მათ შორის მეც, როდესაც ვხვდებოდი არ მქონდა განცდა, რომ ეს საუბარი იქნებოდა კონფიდენციალური", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

იხილეთ ვიდეო: მირზა სუბელიანი ციხეში ომბუდსმენმა მოინახულა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა