პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მიმართა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული და განხილული იყოს შემდეგი საკითხი: „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერების, საზოგადოებრივი წესრიგის და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა და უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებები“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

"აღნიშნული საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები", - აღნიშნულია წერილში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს