უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი მფრინავი ემსხვერპლა

უკრაინის ვინიცკის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის, „Су-27 УБ“-ის კატასტროფის შედეგად, ორი მფრინავი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსამსახური იუწყება.

„სამძებრო-სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, აღმოჩენილია ორი მფრინავის გვამი. ინციდენტის გარემოებები დგინდება“, - განაცხადეს უწყებაში.

სამხედრო თვითმფრინავი სასწავლო-საბრძოლო გაფრენას ახორციელებდა, რა დროსაც, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე კატასტროფა განიცადა.

8-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით, უკრაინაში მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს