რაგბიში ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და საქართველოს რაგბის კავშირის ხელშეწყობით, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე, გაიმართა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი რაგბიში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანი მორაგბეები ბიძინა გეგიძე, ირაკლი აბუსერიძე, ბექა ნაცვლიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ბრიუსელში, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე, ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თამაში დასრულდა ანგარიშით 3:1.

მათვე ინფორმაციით, თამაშის დასასრულ, მატჩის ყველა მონაწილეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა, მირონ ჩიგოგიძემ, გენერალ-ლეიტენანტმა, დავით თევზაძემ სამახსოვრო პრიზები გადასცეს.

ამხანაგურ თამაშს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანები, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და რაგბის გულშემატკივრები.

ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო