ვიქტორ ჯაფარიძის ინფორმაციით, მირზა სუბელიანის შვილმა სუიციდი სცადა

ვიქტორ ჯაფარიძის ინფორმაციით, მირზა სუბელიანის შვილმა სუიციდი სცადა. ამის შესახებ დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, სტრესულ მდგომარეობაში არიან როგორც თავად სუბელიანი, ისე მისი ოჯახის წევრები.

დეპუტატის განმარტებით, ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ოჯახის წევრების თხოვნით ნახა და მზადაა, თხოვნის შემთხვევაში სუბელიანი კიდევ მოინახულოს.

“იცი, რომ მის შვილსაც სუიციდის მცდეობა ჰქონდა?! მკვდარი უნდა ნახოთ და დაიჯეროთ, რომ სტრესი აქვს ადამიანს და გვამი უნდა ნახოთ, რომ საღ აზრზე არ არის?! მე ჩემით კი არ შევდივარ, მისი და მისი ოჯახის წევრების თხოვნით შევედი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვინახულებ მირზა სუბელიანს“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო: ვიქტორ ჯაფარიძის ინფორმაციით, მირზა სუბელიანის შვილმა სიუციდი სცადა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს