სერგეი ლავროვი - თუკი მათ ჩვენი გაგდება სურთ, ჩვენ ასე არავის გავახარებთ და ევროპის საბჭოს თავად დავტოვებთ

თუკი მათ ჩვენი გაგდება სურთ, ჩვენ ასე არავის გავახარებთ და ევროპის საბჭოს თავად დავტოვებთ, - ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა „ევრონიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, თუკი ევროპის საბჭოში რუსეთის გარიცხვის საკითხი დადგება, ის ორგანიზაციას თავად დატოვებს.

ლავროვის განცხადებით, რუსეთი ევროპის საბჭოს ყველა წარმომადგენელს არალეგიტიმურად ჩათვლის, რომლებსაც რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის გარეშე აირჩევს. კონკრეტულად კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2019 წელს დაგეგმილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის არჩევნები იგულისხმა. მისი თქმით, რუსეთი შეეცდება დაბლოკოს მასზე სანქციების შესაძლო დაწესების საკითხი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეშვეობით.

„ჩვენ შევთავაზებთ, რომ მინისტრთა კომიტეტმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს ამ წესდების დებულების ურღვევობას, რომელიც ყველა დელეგაციის უფლების თანასწორობას ეხება. თუკი ასეთი გადაწყვეტილება დაიბლოკება, ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადადგეს მათ, ვისაც თავისი ანტირუსული განწყობით სურს ევროპის საბჭოს დასამარება“, - განაცხადა ლავროვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა