გიორგი ქობულია - ქართულ ვალუტას ფუნდამენტურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, ქართულ ვალუტას ფუნდამენტურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს. ამის შესახებ ქობულიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა იწვევს დღეს ლარის მცირე პუნქტებით რყევებს.

„პროგნოზების გაკეთება არამადლიერი საქმეა, მაგრამ ვიტყოდი შემდეგს: რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებთან ერთად ფუნდამენტალურად ლარის მდგომარეობის ანალიზს ვაკეთებთ. საქართველოს ვალუტა ამ რეგიონში და ზოგადად, ერთ-ერთი მყარი და ერთ–ერთი საფუძვლიანი ვალუტაა. ჩვენ ვალუტას დღესდღეობით ფუნდამენტალურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს. დღეს რომ მოძრაობს 2,66–2,69, ასეთ მოძრაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი გადახრები არის მინიმალური გადახრები და ეს გადახრები არაფერზე მეტყველებს. გადახრები ჩანს, როდესაც ვალუტა 20–30% გაიაფდება.

ჩვენ გვქონდა, როგორც მახსოვს, 15% გაიაფება, რაც დაკავშირებული იყო რეგიონში მძიმე კრიზისთან. რატომ ხდება ეს? იმიტომ კი არა, რომ ლარს აქვს პრობლემა, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ინვესტორი, რომელსაც ხელში ლარი უჭირავს და გარშემო რეგიონს უყურებს, მაგალითად, ხედავს, თურქეთში თურქული ლირა გაუფასურდა, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანი, ზის ოფისში და ემართება პანიკა – რადგანაც თურქეთში გაუფასურდა, სხვაგან გაუფასურდა, რუსეთში გაუფასურდა ე.ი. შესაძლოა აქაც გაუფასურდეს და მოლოდინის საფუძველი ყიდის ლარს“, – განაცხადა ქობულიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის