მაიკ პომპეო - საუდის არაბეთის მეფე და მაღალჩინოსნები პირობას დებენ, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშოღის საქმეს საგულდაგულოდ გამოიძიებენ

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოღის საქმეში ყველა დამნაშავის დასჯის პირობა დადო. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ელ-რიადში განუცხადა, სადაც ამ საკითხზე სასაუბროდ საგანგებოდ ჩავიდა.

პომპეოს თქმით, ქვეყნის მეფემ, პრინცმა და მაღალჩინოსნებმა ცალსახა პირობა დადეს, რომ საქმეს საგულდაგულოდ გამოიძიებენ და ნებისმიერ დამნაშავეს მკაცრად დასჯიან, მიუხედავად რანგისა და ტიტულისა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას, ცოცხალია თუ არა ჰაშოღი, პომპეომ უპასუხა: „ამაზე საუბარი არ მინდა“.

აშშ-ი მცხოვრები საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოღი, 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მისვლისთანავე გაუჩინარდა. ის საუდის პრინცისა და ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. ოფიციალური ანკარა მიიჩნევს, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს