ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონი არ დარღვეულა იმით, რომ ვიქტორ ჯაფარიძე  მირზა სუბელიანთან ციხეში კვირა დღეს, 14 ოქტომბერსაც იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონი არ დარღვეულა იმით, რომ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პატიმარ სუბელიანის მოსანახულებლად სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში კვირა დღეს, 14 ოქტომბერს შევიდა.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ დაინტერესდა ჯაფარიძის მიერ სუბელიანთან შესვლის მიზეზით, კობახიძის თქმით, „ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კითხვებს არ სვამს“.

"ხუთი ბრძანებაა გაცემული, ხუთივე მოხდა რეგლამენტის შესაბამისად. რაც შეეხება იმას, რისთვის სურდა ჯაფარიძეს სუბელიანთან საპატიმროში შესვლა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კითხვებს არ სვამს. როდესაც დეპუტატები მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარე ამოწმებს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს, ამის შემდეგ გაიცემა შესაბამისი ნებართვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ბოლოს 14 ოქტომბერს, იმ დღესაც შევიდა, როცა „რუსთავი 2“-მა მათი აუდიოჩანაწერის P.S.-ში გასვლა დააანონსა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე თანაპარტიელს ციხეში შესვლის ნებართვა ჯამში 5-ჯერ მისცა. ჯაფარიძე სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე წლის 6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერს, 11 ოქტომბერსა და 14 ოქტომბერს შევიდა. ბრძანებები, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერით On.ge-მ გაავრცელა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა