თბილისში, ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა

თბილისში, ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა და გუშინ გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა გარდაბნის გზატკეცილზე, 10 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვა სამი მოზარდი. ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღესვე დასტაბილურდა, ხოლო ერთი მძიმე მდგომარეობით რეფერალურ ჰოსპიტალში იყო გადაყვანილი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს