წლის ბოლოდან, სავარაუდოდ, MAN-ის ავტობუსებში უფასო ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი

წლის ბოლოდან, სავარაუდოდ, MAN-ის ავტობუსებში უფასო ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ადამიანები იყვნენ უზრუნველყოფილი უფასო ინტერნეტით.

„ჩვენი ინიციატივაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ვფიქრობთ, რომ ამ წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება MAN-ის ავტობუსებში დამონტაჟდეს უკაბელო ინტერნეტი, რომელიც ყველა მგზავრისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს ყველაფერი იქნება უფასო. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ადამიანები იყვნენ უზრუნველყოფილი უფასო ინტერნეტით. რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, 2019 წლის ბოლოსთვის ჩვენ მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული ახალი, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უნდა იყოს ძალიან სწრაფი. ეკოლოგიური მდგომარეობისთვის ყვითელი ავტობუსები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ეს იქნება მოგვარებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს