ზურაბ ჯაფარიძე - ბადრი პატარკაციშვილის საქმე სუბელიანის და ოქუაშვილის საქმეების გადასაფარად არის მოგონილი

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანისა და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის საქმეების გადასაფარადაა დღის წესრიგში დაყენებული.

„მგონია, რომ ბადრი პატარკაციშვილის საქმე სუბელიანის და ოქუაშვილის საქმეების გადასაფარად არის მოგონილი. მეტი სხვა ახსნა ამას არ აქვს, რატომ გაახსენდათ ამდენი წლის შემდეგ პატარკაციშვილი, ჩემთვის გაუგებარია”,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული.

სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა