მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით გაიღვიძა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პრეზიდენტმა უნდა გაიღვიძოს და გაიღვიძა „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა პრეზიდენტი საზოგადოებას და ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით ელაპარაკება, ამას შედეგი ვერ ექნება.

„ერთი არის ფორმალური მხარე, თუ რა უფლებამოსილებები გააჩნია პრეზიდენტს და მას შეუძლია ამ უფლებამოსილებების ფარგლებში იმოქმედოს. მაგალითად, როცა ის იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას, წევრები მიდიან ამ შეხვედრაზე, მაგრამ როცა ის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით ელაპარაკება საზოგადოებას და ხელისუფლებას, ბუნებრივია ამ ზოგადი პოლიტიკური განცხადებების ფონზე შედეგები ვერ იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მან უნდა გაიღვიძოს და გაიღვიძა „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით. როცა ვამბობდით, რომ მისი მესიჯები ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯებს, გვაკრიტიკებდნენ, თუმცა დღეს ეს დადასტურდა სამწუხაროდ“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მთავრობის სხდომის მოწვევა და მასზე დასწრება მოითხოვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს