ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი - მინდა ვაღიარო, რომ ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი საქმეს ფალსიფიცირებულს უწოდებს.

"მაინტერესებს, არჩევენამდე ორი კვირით ადრე, რატომ ხდება ყველაფერი და რატომ მიყენებთ ბრალს?! 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იყო და ორი კვირით ადრე 26 მაისის საქმეზე წამიყენეთ ბრალი. 2 წელია საქმე სასამართლოში განიხილება და 20 მოწმეა მხოლოდ დაკითხული, მთავარი დამნაშავე და დამრბევი კი გარეთაა. ახლა ეს ბრალი და აგერ 11 დღეში კიდევ არჩევნებია. ყველაფერი ფალსიფიცირებულია და თქვენ ყველაფერზე მოგეთხოვებათ პასუხი ძალიან მალე.

მინდა ვაღიარო მარტო ერთი რამ - ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს. როდის წამიყენებთ ამაზე ბრალს?“, - მიმართა პროკურორებს რევაზ შიუკაშვილმა.

ამ წუთებში სასამართლოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი, - ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერაბაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავა-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს