სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე მისი მხრიდან გამოითქვა ინტერესი, როგორ არის შესაძლებელი ნატო-ს ქმედებებისა და საინფორმაციო კამპანიის გაძლიერება საქართველოში.

„დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს საინფორმაციო ოფისის ხემძღვანელის მხრიდან იყო ინტერესი ჩემს ხედვებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები ახალი კონსტიტუციით დადგენილი უფლებების ფარგლებში. ხოლო, ჩემი მხრიდან იყო ინტერესი თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საინფორმაციო კამპანია, ნატო-ს ქმედებები საქართველოში და ასევე საუბარი იყო საქართველოს წინსვლის შესახებ, რაც მიღწეულია სწორედ ნატო-სთან თანამშრომლობით. ჩვენი პერსპექტივის გაძლიერება ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობის ფორმა, როცა მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა