ირაკლი სესიაშვილი ჯაფარიძე-სუბელიანის შეხვედრაზე -  როგორც მახსოვს, ციხეში  კვირა დღეს მეც შევსულვარ, რადგან ამ დღეს ყველაზე მეტად ვარ თავისუფალი

როგორც მახსოვს, ციხეში კვირა დღეს მეც შევსულვარ, რადგან ამ დღეს ყველაზე მეტად ვარ თავისუფალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

ირაკლი სესიაშვილი რაიმე პრობლემას ვერ ხედავს იმ ფაქტში, რომ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ბრალდებულ მირზა სუბელიანთან საპატიმრო დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება უქმე დღეს – 14 ოქტომბერს არის გამოცემული და ჯაფარიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში სწორედ ამ დღეს არის შესული.

„კანონი არ კრძალავს და არ ამბობს, რომ ციხეში კვირა დღეს შესვლა არ შეიძლება. სხვადასხვა მძიმე საქმეებთან დაკავშირებით მეც არაერთხელ ვყოფილვარ ციხეში და არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის კვირა დღეს ვიყავი, რადგან ამ დღეს შედარებით თავისუფალი ვარ. ვიქტორ ჯაფარიძემ მისთვის კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ბოლოს 14 ოქტომბერს, იმ დღესაც შევიდა, როცა „რუსთავი 2“-მა მათი აუდიოჩანაწერის P.S.-ში გასვლა დააანონსა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე თანაპარტიელს ციხეში შესვლის ნებართვა ჯამში 5-ჯერ მისცა. ჯაფარიძე სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე წლის 6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერს, 11 ოქტომბერსა და 14 ოქტომბერს შევიდა. ბრძანებები, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერით On.ge-მ გაავრცელა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს