დავით უსუფაშვილი - ვურჩევ მთავრობას, კონსტიტუციის შესაბამისად, გაიზიაროს პრეზიდენტის  შეთავაზება და ჩაატაროს მთავრობის სხდომა

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებაა, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს.

უსუფაშვილი ურჩევს მთავრობას, კონსტიტუციის შესაბამისად, გაიზიაროს პრეზიდენტის შეთავაზება და მთავრობის სხდომა ჩაატაროს.

„ჩვენთან საპრეზიდენტო არჩევნები აღარ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე. რა გასაკვირია, რომ მთავარ წესს, კონსტიტუციასაც აღარავინ კითხულობს. აქ რა წერია ამას მნიშვნელობა არ აქვსო, გვეუბნება დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებების მსგავსად. არადა, სანამ სახელმწიფო, არჩევნები და ჩვენი ცხოვრება კონსტიტუციას არ დაემორჩილება, მანამ არაფერი გვეშველება. პრეზიდენტი კი არა, ყველა სხვა გარდა საკუთარი თავისა და მიხეილ სააკაშვილისა, ხელისუფლებას უნდა გააქროს საქართველოდან, საინფორმაციო სივრციდან. მათ არ აწყობთ სხვა მოთამაშის, თანამდებობის პირის, პოლიტიკური ძალის, პოზიციისგამოვლენა და გამომჟღავნება და აგრძელებენ ამ პოლიტიკას. არადა, პრეზიდენტმა მგონი, საკმაოდ სწორი წინადადებით მიმართა მთავრობას, რომ მიტინგებზე და დემონსტრაციებზე კი არა, საქმიან ფორმატში შედგეს მსჯელობა პრობლემებზე. ვურჩევდი მთავრობას, კონსტიტუციის შესაბამისად, გაიზიაროს პრეზიდენტის ეს შეთავაზება, ჩაატაროს ეს სხდომა და განიხილონ სხვა საკითხიც; კერძოდ ის, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმება. საჭიროა, რომ ქვეყანაში გამოჩნდეს სახელისუფლებო საკითხებზე ცივილიზებული გზით პაექრობის სივრცე. 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების დაანონსება განმუხტავდა იმ დაძაბულობას, რაც გვაქვს, აარჩევინებდა ქართველ ხალხს პრეზიდენტს და ჩვენც მშვიდად და ცივილიზებულად გადავდგამდით ყველა ერთად ნაბიჯს წინ. მთავრობის სხდომაზე ამ საკითხსაც თუ განიხილავენ, მგონი, სწორი იქნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის მოწვევას და მასზე დასწრებას ითხოვს. როგორც მარგველაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით წარსდგება.

პრეზიდენტის შეთავაზებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ მთავრობა მზად არის ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა