საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ბეჩო-ტურბაზას მონაკვეთზე სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება

ბეჩო-ტურბაზა-შიხრას საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და ნოემბრის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები კონტრაქტორი ორგანიზაციების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია.

საავტომობილი გზების დეპარტამენტი მოსახლეობის მიერ დღეს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

„აბსოლუტურად გაუგებარია დღევანდელი აქციის მოთხოვნები, მაშინ როცა ერთი კვირაა კონტრაქტორი აქტიურად მუშაობს, ტექნიკა მობილიზებულია და ხვალ უკვე იწყება ასფალტის დაგება. წინა კვირას შევთანხმდით კონტრაქტორთნ, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ ნოემბრის ბოლომდე მორჩება ამ პროექტს. კომპანიას დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქცია 28 000 ლარის ოდენობით, რაც კონტრაქტის შესაბამისად იყო გათვლისწინებული. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რადგან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, კლიმატური პირობების გათვალისწინებითა და სატენდერო პროცედურების დაცვით, შეუძლებელი იქნებოდა გაზაფხულამდე სამუშაოების განახლება. როდესაც ტექნიკა ადგილზეა და იწყება ასფალტის დაგება, ამ ფონზე გზის გადაკეტვა ნამდვილად არ არის ის ფორმა, რომელიც ობიექტის უფრო ადრე დასრულებას შეუწყობს ხელს. მოვუწოდებ ყველას, ხელი არ შეუშალონ სამუშაოებს და ნოემბრის ბოლოს ბეჩო-ტურბაზის მოსახლეობას რეალურად ექნება დასრულებული, ასფალტირებული გზა“,- განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში ადგილობრივებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა