რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი - ქერჩში, პოლიტექნიკურ კოლეჯში დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

ქერჩში, პოლიტექნიკურ კოლეჯში დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრში განუცხადეს.

„დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ ქერჩში პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 კი დაშავდა“, - განაცხადა ანტიტერორისტული კომიტეტის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ოპერატიული შტაბი სამართალდამცველებისა და სამაშველო სამსახურების ქმედებების კოორდინირებას ახდენს, რათა აფეთქების მიზეზი დადგინდეს. ადგილზე ФСБ სპეციალისტები მუშაობენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა