დიმიტრი პესკოვი - გამოძიება  ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქების ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტს განიხილავს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.

„ქერჩის კოლეჯში ადამიანების გარდაცვალების ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ საქმის წარმოება ცენტრალურ აპარატს დაავალა. შემთხვევის ადგილზე უკვე მიემართებიან გამომძიებლები“, - განაცხადა პეტრენკომ.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რამდენიმე უწყებამ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა ვლადიმერ პუტინს.

„პუტინმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. გამოძიება რამდენიმე ვერსიას, მათ შორის ტერაქტის ვერსიასაც განიხილავს“, - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობის

აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა