ეკა ბესელია პატარკაციშვილის საქმეზე - როცა გამოძიება მტკიცებულებებს მოიპოვებს, არავის აქვს უფლება, ის შემოინახოს და კალენდარს დაელოდოს

როცა გამოძიება მტკიცებულებებს მოიპოვებს, არავის აქვს უფლება, მტკიცებულებები შემოინახოს და კალენდარს დაელოდოს - საუბარია ისეთ მძიმე დანაშაულზე, რაც არც ერთმა პოლიტიკურმა კალენდარმა არ უნდა გააჩეროს, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ბადრი პატარკაციშვილის საქმის გახსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

“მახსოვს, როცა 2007 წელს პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევდა. მახსოვს იმ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილის როლი და ძალიან სახიფათო ინფორმაციები, რაც მაშინ ვრცელდებოდა. გასაკვირი და გასაოცარი არაფერია იმაში, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება მომხდარიყო. შთაბეჭდილება მხოლოდ ამ ჩანაწერებითა და საუბრით არ მექმნება. ჩვენ მაშინაც მოგვდიოდა ინფორმაციები, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა მზადდებოდა და ამის თაობაზე საჯარო განცხადებებიც კეთდებოდა. ამ ფაქტში უშუალოდ ვინ არის მხილებული და ვის რა როლი მიუძღვის, ამას გამოძიება იტყვის. როცა საუბარია, რომ შესაძლოა ბრალდებულ პირებს შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იყოს, ამაზე უფრო მძიმე არაფერია. ჩვენ რომ “მასტერას“ პერიოდში ვცხოვრობდით და ქვეყნის სათავეში მართლაც მკვლელები იყვნენ, ეს ახალი ამბავი არ არის. საქმის გახსნას ზუსტად იმდენი წელი დასჭირდა, რამდენიც საჭირო იყო მტკიცებულებების მოპოვებისთვის. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ყველა დანაშაული, რაც კი ჩადენილია, ბოლომდე არის მისაყვანი და ყველა ბრალეული პირი არის გამოსააშკარავებელი, რადგან როგორც ჩანს, ამის გარეშე ქვეყანაში ვითარება ვერ მშვიდდება და უსამართლობის და დაუსჯელობის განცდა რჩება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ორი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აუდიოჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ესაუბრება და მის გადაბირებას ცდილობს. კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით, დგებუაძე ეუბნება დაცვის თანამშრომელს, რომ ეს საქმე, რომელიც სააკაშვილის დონეზეა გადაწყვეტილი, აუცილებლად განხორციელდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა