ეკა ბესელია - მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ პროცესს სამართლებრივად ძალიან მძიმედ ვაფასებ - ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან ველოდები

მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ პროცესს სამართლებრივად ძალიან მძიმედ ვაფასებ - ყველა კითხვაზე პასუხს მე გამოძიებისგან ველოდები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

“ყველა პირთან დაკავშირებით, ვინც კანონი დაარღვია, იქნება ეს უკანონო ჩანაწერის განხორციელება, უკანონო ჩანაწერის მოპოვება, შენახვა თუ გავრცელება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, მიმაჩნია, რომ კანონმა უნდა იკანონოს და პასუხი უნდა მოეთხოვოთ. რაც შეეხება ჩანაწერის შინაარს, არ მინდა გამოძიებას დავასწრო და დასკვნები წინასწარ გამოვიტანო - ველოდები გამოძიებამ დაადგინოს, ვინ იყო სუბელიანთან შესული, ჰქონდა უფლება თუ არა, რაზე არის საუბარი მათ შორის ბოლო ჩანაწერებში და ასე შემდეგ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ამასთან, როგორც ბესელიამ განმარტა, საპატიმრო დაწესებულებებში კვირას და უქმე დღეებში ადვოკატები ვერ შედიან, მაგრამ პარლამენტის წევრებს არა აქვთ აკრძალვა, რომ ვიზიტი არასამუშაო დღეებში განახორციელონ, თუკი პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი თანხმობა არსებობს.

“ეს თანხმობა რეგლამენტით არის გაწერილი. დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მირზა სუბელიანთან შესვლის დეტალები არ ვიცი, მაგრამ კანონით აკრძალული არ არის დეპუტატი კვირას შევა თუ შაბათს, თუკი მას ნებართვა აქვს“, - აღნიშნა ბესელიამ.

პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ბოლოს 14 ოქტომბერს - კვირა დღეს შევიდა, როცა “რუსთავი2“-მა მათი აუდიოჩანაწერის P.S.-ში გასვლა დააანონსა. ამ დღეს არის გამოცემული პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრძანებაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე თანაპარტიელს ციხეში შესვლის ნებართვა ჯამში 5-ჯერ მისცა. ჯაფარიძე სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე წლის 6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერს, 11 ოქტომბერსა და 14 ოქტომბერს შევიდა. ბრძანებები, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, On.ge-მ გაავრცელა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო