პირველი ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 წლისაა

კომპანიის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ბიოლის ტერიტორიაზე სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც კომპანიის დამფუძნებლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მისი ქართველი და უცხოელი პარტნიორები ესწრებოდნენ. გაიმართა ფოტოგამოფენაც.

კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია მუდმივად, განვითარების ახალ ეტაპს სთავაზობს მომხმარებელს, რის გამოც ის უსაფრთხო ავიაბრენდად არის აღიარებული.

„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იუბილეა, იმიტომ რომ განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან ცოტაა ავიაკომპანია, რომელიც 25 წელია ოპერირებს. პირველი ქართული ავიაკომპანია წლების მანძილზე ერთგვარი პირველი ელჩი იყო დამოუკიდებელი საქართველოსთვის და ამკვიდრებდა დამოუკიდებელი ქვეყნის სახელს მთელს მსოფლიოში. მრავალი სირთულის მიუხედავად, ავიაკომპანია წარმატებული ბიზნეს-ისტორიის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და განაგრძობს წინსვლას განახლებული ავიაპარკით, ახალი მიმართულებებით და გაუმჯობესებული სერვისით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

„ჯორჯიან ეარვეისი“ 1993 წელს „აირზენას“ სახელწოდებით დაარსდა, 1999 წელს „აირზენა“ გახდა საქართველოს ეროვნული ავიაკომპანია, 2004 წელს ავიაკომპანიაში რებრენდინგი განხორციელდა. „აირზენამ“ ოპერირება „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელწოდებით განაგრძო.

დღესდღეობით, „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს 18 მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ახორციელებს.

ამავდროულად, ის რეგიონში ლიდერი ჩარტერული ფრენების ოპერატორია „250-ზე მეტი ჩარტერული ფრენა წლის განმავლობაში“.

ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზრის 14% უჭირავს + 1,2% წლიური ზრდით.

ამჟამად „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს 3 ბოინგ 737-700/800, 3 ემბრაიერ 190 და 1 ემბრაიერ 195 და 1 CRJ შეადგენს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს