მიხეილ სააკაშვილი - კენედის მკვლელობაც ჩემი დაგეგმილი იყო, მაგრამ საიდანღაც „გამოტყვრა“ ოსვალდი და მაგან მოკლა

კენედის მკვლელობაც ჩემი დაგეგმილი იყო, საიდანღაც „გამოტყვრა“ მერე ეს ოსვალდი და მაგან მოკლა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილი მის წინაღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებას ეხება. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ ბრალდებებს ხუმრობით პასუხობს და აცხადებს, რომ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

„დღეს ფარცხალაძის კანტორამ რაღაცები ილაპარაკა ჩემზე. მეც მაქვს ჩემზე რაღაც ამბები გასაზიარებელი. ოღონდ ძალიან გთხოვთ, ფარცხალაძეს და ივანიშვილს არ გააგებინოთ. ხომ გახსოვთ „ტიტანიკის“ ჩაძირვის ამბავი? მოკლედ მე ვაპირებდი ამის გაკეთებას, ყველაფერი მზად მქონდა და მერე ჯინაზე დაეჯახა აისბერგი და მე უკვე აღარ გამომივიდა. კენედის მკვლელობა ხომ გახსოვთ? კენედის მკვლელობაც ჩემი დაგეგმილი იყო, საიდანღაც „გამოტყვრა“ მერე ეს ოსვალდი და მაგან მოკლა. ეეჰ, არადა ყველაფერი მზად მქონდა უკვე. მაგრამ, სამაგიეროდ მოვასწარი იოანე მაჩაბელის მკვლელობის და გაქრობის დაგეგმვა. მართალია, დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ბაბუაჩემ მიშა სააკაშვილს დავავალე და მან გააკეთა ორგანიზება იმიტომ რომ გორელი იყო.

სხვათაშორის, ახლა ვიმყოფები ევროპის დედაქალაქში ბრიუსელში, თან მაქვს წამოღებული ოქროს საწმისი, რომელიც მედეამ კოლხეთის დედოფალმა ჩემი თხოვნით მოიპარა და გამოიტანა. ასევე, მაქვს თან 19 მილიარდი და აქ ბრიუსელიდან ვგეგმავ ეთიოპიის იმპერატორის ლიკვიდაციას.

ეს ისე, ხუმრობით და ისე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჭორვილელი აფერისტი ივანიშვილი, რომელმაც მოატყუა, გაძარცვა და გააუბედურა ქართველი ხალხი, ცდილობს დაავიწყოს ხალხს აღმშენებლობის წლები, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, გადაფაროს ამ სისულელეებით და ასევე დაავიწყოს, თუ რამდენი მოატყუა, რამდენი გადააგდო და რამდენ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება.

მისი აღსასრული ახლოვდება. 28 ოქტომბერს არის საპრეზიდენტო არჩევნები რომელსაც ის აგებს კატასტროფულად“... - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა