ანონსი  18 ოქტომბერი

18 ოქტომბერს, 10:30 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ადვოკატ გიორგი მდინარაძის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხუთე განყოფილებაში ცემის ფაქტი. 19 სექტემბერს ჩანიშნულია სასამართლო პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც.

მის.: ძმები ზუბალაშვილების ქ. #33

საკონტაქტო პირი თორნიკე რაზმაძე - 558132241

18 ოქტომბერს, 10:30 საათზე, გრიშა ონიანი „მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ეთნო-ტურისტული ცენტრი“ თბილისში, რომელსაც ონიანი დუმის წევრებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის აკეთებს; სტალინის გადმოსვენება, რომელზეც მუშაობა დაწყებულია.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

18 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერების ორგანიზებით ფართო საზოგადოებრივი დისკუსია გაიმართება.

თემა: ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: აიკრძალება თუ არა არჩევნების შემდეგ ყვითელი მიკროავტობუსების გრძელი რეისები; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტექდათვალიერების შედეგები - როგორია მდგომარეობა და მონაცემები; ტაქსების რეფორმა; თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა - გამოწვევები, საცობების პრობლემა, მერიის გეგმა.

მის.: წერეთლის გამზ. № 99, პირველი სართული, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე სამსონ გუგავა იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: ქუთაისის მერიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

მის.: ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4

საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სამედიცინო სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა დაესწრებიან.

მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი (კლინიკა „ლანცეტის“ გვერდით), ჯანდაცვის სამინისტროს ტრეინინგ ცენტრი

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

18 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ციხეში განხორციელებული ფარული ჩანაწერები, სადაც მირზა სუბელიანი გოგა ხაინდრავასაც ახსენებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

18 ოქტომბერს, 11:30 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიო სურსათის დღეს აღნიშნავენ.

საკონტაქტო ინფორმაცია: სოფო ალთუნაშვილი 577 109950; ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 502619

18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მესტიის მოსახლეობას შეხვდება.

მის.: მესტია, ა. იოსელიანის ქ. #7, ეთნოგრაფიული მუზეუმი

18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის კავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, რეგიონული შეხვედრა - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018“ გაიმართება.

მის.: ქ. ქუთაისი. საქართველოს პარლამენტი - აბაშიძის ქ. N26

საკონტაქტო პირი თეკლე კერესელიძე - 577152166

18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი კარლ ჰარცელი მედიის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრას გამართავს.

მის.: რესპუბლიკის მოედანი #1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“.

18 ოქტომბერს, 13:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გერტ-ჰაინრიხ არენსს შეხვდება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს. თემა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. მის.: აბულაძის ქ. N8

18 ოქტომბერს, 15:30 საათზე, მთავარ პროკურატურასთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები საპროტესტო აქციას გამართავენ.

18 ოქტომბერს, 16:00 საათზე, აკადემიკოს გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიმართვის საფუძველზე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის მხარდაჭერით ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილებას საჭირო ავეჯი და საოფისე ტექნიკა გადაეცემა.

მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქ. # 3/5

18 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ISET-ის კვლევითი ცენტრის ინიციატივით, პროგრამა „სკოლა-ბანკის“ პილოტის შედეგების პრეზენტაცია და ფინანსური განათლების სასკოლო პროგრამების ეფექტიანობის თემაზე მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

მის: ზანდუკელის ქ. #16.

18 ოქტომბერს, 16:00 საათზე "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე.

თემა: არჩევნებთან დაკავშირებული საფრთხეები

მის: ნ. ბოხუას ქ. N6 (ყოფილი „მაესტროს“ შენობა)

18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალ „საჩუქარის“ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება.

მის.: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. #2, ფესტივალის კლუბი: მრავალფუნქციური ეთნოგრაფიული სივრცე "ვინერია"

18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხობის მოსახლეობას მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში შეხვდება.

მის. ხობი, სტალინის ქ. #12

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს