ირაკლი ლექვინაძე - “ომეგა ჯგუფის” რომელიმე კომპანიის მიერ აღიარებული საგადასახადო დავალიანება არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც ზეწოლა ბიზნეს ჯგუფში შემავალ ტელეკომპანიაზე

ტელეკომპანია „იბერიას“ მაუწყებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსემენი ირაკლი ლექვინაძე განცხადებას აკეთებს. როგორც ლექვინაძემ განაცხადა, იმის თქმა, რომ ქვეყანაში არსებობს ზეწოლა ბიზნესზე ან თავისუფალ მედიაზე შეუძლებელია და არაკორექტულია. მისივე თქმით, „ომეგას ჯგუფის“ საკითხი გასცდა ბიზნეს პროცესების ჩარჩოს და იქცა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად.

„ერთი კომპანიის მაგალითზე, რომელსაც დეკლარირებული აქვს საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც გამოყენებულია პოლიტიკური დისკუსიის თემად - თქმა იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს ზეწოლა ბიზნესზე ან თავისუფალ მედიაზე შეუძლებელია და არაკორექტულია. „ომეგა ჯგუფში“ გაერთიანებული რომელიმე კომპანიის აღიარებული დავალიანება არ შეიძლება დაკავშირებული იყოს ამავე ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიების მოქმედებებთან და არ შეიძლება ეს განხილული იყოს როგორც ზეწოლა ბიზნეს ჯგუფში შემავალ ტელეკომპანიაზე. ,,ომეგა ჯგუფში'' შედის სხვა კომპანიებიც, რომლებიც აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას.

იმ კომპეტენციიდან გამომდინარე, რომელიც გააჩნია ბიზნესომბუდსმენის აპარატს, ჩვენ გვქონდა საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა კომპანიასთან, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი. „ომეგა ჯგუფი“ აერთიანებს რამდენიმე ბიზნეს მიმართულებას. სიგარეტის მწარმოებელ საწარმოს დღეის მდგომარეობით აქვს დეკლარირებული დავალიანება სახელმწიფოს წინაშე 50 მლნ. ლარზე მეტი მოცულობის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ იყო ძალიან ბევრი მცდელობა კომპანიის დახმარების, რეკომენდაციაც მოვამზადეთ, რომ „ომეგა ჯგუფთან“ მიმართებაში ყოფილიყო დავალიანების რესტრუქტურიზაცია განხილული, თუმცა იმის ნაცვლად, რომ საკითხი განხილულიყო საქმიან ჭრილში, ის იქცა პოლიტიკური დისკუსიის საგნად“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა