კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის" ტელეკომპანია ,,იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის" ტელეკომპანია ,,იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტელეკომპანია ,,იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეჩერება ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას გამოხატავს. „ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეროვნული მაუწყებლის, ტელეკომპანია ,,იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეჩერება ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას გამოხატავს, რაც პირველ რიგში აზიანებს საზოგადოებას, მისი ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფას.

კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები აქამდეც მოვუწოდებდით მთავრობას და დამფუძნებლებს, რომ მათ შორის წარმოქმნილ დავაში არ მომხდარიყო ჟურნალისტთა გამოყენება და ,,იბერიის“ თანამშრომლების უფლებების შელახვა, რომლებიც წლის განმავლობაში უკვე მესამედ აცხადებენ, რომ არ იციან, შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას.

სამწუხაროდ, მიუხედავად მოთხოვნისა და აუცილებლობისა - ეფექტურად, ოპერატიულად და გამჭვირვალედ წარმართულიყო ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებლებთან დაკავშირებული დავებისა და ჩანაწერების გამოძიება, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მაინც ვერ მოხერხდა ტელეკომპანიის ფუნქციონირების დაზღვევა შექმნილი და მოსალოდნელი პრობლემებისგან.

მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ საზოგადოების ინტერესს და დაცული იქნას ჟურნალისტთა უფლებები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა