სავარაუდოდ მირზა სუბელიანი - მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ახალი აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ნდობით აღჭურვილ პირს, დავით ცუხიშვილს ესაუბრება.

„კურიერის“ ინფორმაციით, აუდიოფაილში სუბელიანი ამბობს, რომ მობილური ტელეფონი გაგზავნილი აქვს გერმანიაში, გეგმავს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს. მისი თქმით, აქვს მიმოწერა თბილისის ყოფილ პროკურორთან, მიხეილ შაყულაშვილთან. მირზა სუბელიანი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს კომპრომატები გაასაჯაროოს.

„მირზა სუბელიანი - "შენ მე შტერი გგონივარ? რომამ, ჩემი და გიოს ძმაკაცი ხომაა. ერთად გავიზარდეთ, ვასკას, რაც მოუვიდა, ის რომ არ ყოფილიყო, დაკავების წინა დღეს წაიღო ტელეფონი და გერმანიაშია. ბო...ლი ვიყო, ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ და ... მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია. კარგი რა, ეგ შემეშლებოდა ახლა მე.

ვიქტორ ჯაფარიძე - შენი და შაყულაშვილი?

მირზა სუბელიანი - აბა, რა!

ვიქტორ ჯაფარიძე - ჩანაწერები?

მირზა სუბელიანი - ყველაფერი ძმაო, იმ დღის მომენტიდან. თხოვნები - აქეთ ამაში დამეხმარე, იმაში დამეხმარე...

ვიქტორ ჯაფარიძე - მიშათი?

მირზა სუბელიანი - აბა რა. მიშა რო

ვიქტორ ჯაფარიძე - მაგის დედა...

მირზა სუბელიანი - მიშა რომ ლაპარაკობს და ტ..კს ათამაშებს. პირდაპირ მიმოწერებია. მაგაზე ვარ გაგიჟებული. თუ კაცი იმას არ ნახავს.

ვიქტორ ჯაფარიძე - შოთაძე რომ ამბობდა, სუბელიანის საქმე გაიხსნებაო..

მირზა სუბელიანი - ბიჭო, ძმაო, არაფერი, ერთი წამი, მაცალე...", - აღნიშნულია „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში.

იხილეთ ვიდეო: "მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია" - სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა